GE

აწსუ-ში ტრენინგ-სემინარი თემაზე: ,,როგორ გავაშუქოთ არჩევნები’’ ჩატარდა

2015 წლის 30 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგ-სემინარი თემაზე: ,,როგორ გავაშუქოთ არჩევნები’’ ჩატარდა.

სემინარი გახსნა პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გაზეთ ,,P.S.’’ – ის მთავარი რედაქტორმა, ნატო გუბელაძემ. ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, რომელთაც განემარტათ ეთიკური სტანდარტები მედიისთვის. სემინარი წარმართა მოწვეულმა ტრენერმა, მედიაექსპერტმა, ეკა ფირცხალავამ. მან ფართოდ მიმოიხილა არჩევნების პროცესში ჟურნალისტების ჩართულობის, საარჩევნო კანონმდებლობისა და არჩევნების მონიტორინგის საკითხები.

აწსუ-ის ცნობით, მუშაობის პროცესში გამოყენებული იქნა როლური თამაშები.

სემინარი ორგანიზებული იყო „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის -„რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ – ფარგლებში და მისი მიზანი ჟურნალისტთა კვალიფიკაციისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლება იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური