GE

„ახლა მუნიციპალიტეტები ბაღებზე ივარჯიშებენ და მერე სკოლებსაც ჩაიბარებენ”

რომელია განათლების სისტემის ყველაზე სუსტი რგოლი? – ჟურნალისტების ამ კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა: ,,სკოლამდელ განათლებაში ერთი დიდი სიცარიელე გვაქვს. ერთის მხრივ, არის ,,სიჩუმის გაკვეთილები,” მეორეს მხრივ კი, ჩვენს შვილებს ,,მაშა და დათვი” ზრდის”.

მინისტრის თქმით, კანონი, რომელიც სულ ცოტახნის წინ ძალაში შევიდა და სკოლამდელ აღზრდას არეგულირებს, სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია. 

,,ეს მხარე მიუხედავია და უნდა ამოვქაჩოთ. სკოლა რომ არ არსებობდეს, წარმოიდგინეთ რამხელა შარში ვიქნებოდით. ასეთივე შარში ვართ იმით, რომ ბაღები თავის დანიშნულებას არ ასრულებენ. ძალიან ვემხრობი იმ ფაქტს, რომ ბაგა-ბაღები მუნიციპალიტეტებს ექვემდებარებიან. თუ გვინდა, რომ ევროპულ დემოკრატიად ვიქცეთ, სკოლებიც მუნიციპალიტეტებთან უნდა წავიდეს. სწავლის სტანდარტი ჩვენი იქნება, თუმცა დანარჩენი მუნიციპალიტეტების მოსაგვარებელი. ახლა, მუნიციპალიტეტები ბაღებზე ივარჯიშებენ, ისწავლიან როგორ მოაგვარონ ბაღების საკითხები, პრობლემები, კვება,  სისუფთავე და მერე სკოლებსაც ჩაიბარებენ. რომელიღაც სკოლას რომ სახურავი არ უვარგა რეგიონში, მე კი არ უნდა მეძებდნენ პრობლემის მოსაგვარებლად, იქვე მუნიციპალიტეტი უნდა დაეხმაროს. თუ იმ მუნიციპალიტეტის გამგებლის შვილიც იმ სკოლაში სწავლობს, პრობლემა კიდევ უფრო მალე მოგვარდება,”- დასძინა მინისტრმა.

რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის გასაჩენად

რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში

2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური