GE

ბაქოში ალმა მატერის ქართულ-ფრანგული და ქართულ-გერმანული სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

2015 წლის 30 ნოემბერს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ერთობლივი, ქართულ-ფრანგული (ENA/GRUNI) და ქართულ-გერმანული (UP/Gruni) სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას უძღვებოდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბაქო სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე ქალბატონი გულნაზ ალასგარი.

სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები რომლებიც პროგრამის განხორციელებას, კრედიტების ოდენობასა და პროგრამის შინაარსს ეხებოდა.

უნივერსიტეტის ცნობითვე, შეხვედრა შედგა ასევე ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და ახალი სამომავლო პროექტები დაიგეგმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური