GE

ბათუმის საგამოცდო ცენტრში 27 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, ერთი კი დაგვიანებით მივიდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ბათუმის საგამოცდო ცენტრში 28 აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდას არ ესწრება. ცენტრის ადმინისტრატორ მანუჩარ ლორიას ინფორმაციით, პირველ ნაკადზე სულ 935 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, მათგან ერთი გამოცდაზე 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა 27 კი საერთოდ არ გამოცხადებულა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ინფრომაციით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად აბიტურინტებს 4 საათი აქვთ.

11651120_698440850260952_1098427816_n„რამდენიმე მათგანმა უკვე დაასრულა გამოცდა და დატოვა უნივერსიტეტის შენობა. რაიმე გაუთვალისწინებელ ინციდენტს გამოცდის პროცესში ადგილი არ ჰქონია. პირველ რიგში, ჩვენს აბიტურიენტებს ვთხოვ, რომ ყურადღება მიაქციონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ თარიღს, თუ როდის აქვთ მათ გამოცდები და დროულად გამოცხადნენ, რომ რაიმე პრობლემები ამ კუთხით არ შეექმნათ.“ – განაცხადა ბათუმის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა მანუჩარ ლორიამ Aris.ge- განათლება-სთან საუბარში.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი ბათუმის საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც მთელ საქართველოში დილის 08:00 საათზე დაიწყო, მეორე ეტაპი კი 14:00 საათზე დაიწყება.

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბათუმის საგამოცდო ცენტრში სულ 5 000 – ზე მეტი პირია რეგისტრირებული, მათგან 3845 აბიტურიენტია.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

მაია შავაძე – ბათუმი

რესურსცენტრის წამომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დღეს 20 000-მდე აბიტურიენტი აბარებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური