GE

ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა

ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა.

აკადემიის ინფორმაციით, 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით ბრიგადის გენერალი მივლინებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ავღანეთში გაეროს დახმარების მისიაში უფროსი სამხედრო მრჩეველის თანამდებობაზე.

დღესვე, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე წარადგინა.

პოლკოვნიკ მაკარაძეს მრავალმხრივი სამხედრო და სამოქალაქო განათლება აქვს. 2015 წელს მან აშშ-ს საზღვაო ქვეითების უნივერსიტეტის სამეთაურო საშტაბო კოლეჯი დაასრულა. ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტია. პოლკოვნიკი მაკარაძე სხვადასხვა დროს მაღალ სამხედრო თანამდებობებს იკავებდა. 2014-2015 წლებში მალხაზ მაკარაძე გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილის პოზიციაზე იმყოფებოდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური