GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გია ბუღაძე

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია მხატვარი, გია ბუღაძე:

– რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

-„კითხვას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. დღეში დაახლოებით 10-15 წიგნს ერთდროულად ვკითხულობ. მხატვრულ ლიტერატურას ახლა უკვე ნაკლებად ვახერხებ და ძირითადად კულტუროლოგია, ხელოვნების ისტორია ამ მიმარულებით ვკითხულობ. დღის განმავლობაში 40 გვერდს მინიმუმ ვახერხებ რომ წავიკითხო. პირველი წიგნი, რომელსაც ჩავუღრმავდი იყო ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“. მას შემდეგჩემს სამაგიდო წიგნად იქცა ჰერმან ჰესეს „თამაშიყალბი მარგალიტებით“;  რიჩარდ ბახის „თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი“; დაახლოებით 10-12 წლის განმავლობაში ჩემი სამაგიდო წიგნი უცვლელად იყო „გოეთეს საუბრები ეკერმანთან“ (ასე ქვია, გოეთესი კი არაა).

მას ასე, გთავაზობ გია ბუღაძის მიერ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შემოთავაზებული საკითხავი ლიტერატურის ჩამონათვალს:

  • ვაჟა-ფშაველა – „შვლის ნუკრის ნაამბობი“
  • იაკობ გოგებაშვილი – „იავნანამ რა ჰქმნა?“
  • ალექსანდრე დიუმა – „გრაფი მონტე კრისტო“
  • ონორე დე ბალზაკი – „შაგრენის ტყავი“
  • ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ზღაპრები, განასაკურებით „ოქროს ქოთანი“
  • მორის მეტერლინკი – „ლურჯი ფრინველი“

მხატვარი მაღალი კლასის მოსწავლეებს ურჩევს:

  • ჰერმან ჰესე – „ტრამალის მგელი“
  • დანტე ალიგიერი – „ღვთაებრივი კომედია“

რა წავიკითხოთ ზამთრის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია რატი ამაღლობელი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ელდარ შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური