GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ლევან წულაძე

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია რეჟისორი ლევან წულაძე:

„პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე იყო ჯანი როდარის „ჯელსომინოს თავგადასავალი“. თუმცა წიგნი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო პირველ რიგში „ვეფხისტყაოსანი“. ამას არ ვამბობ პატრიოტული მოსაზრებებით, ამას ვამბობ გულწრფელად, ყოველ ჯერზე მაოცებს. ეს ყველა ქართველისთვის და არამხოლოდ, ერთ-ერთი ძირითადი წიგნია. შემდეგ დანტეს „ღვთაებრივი კომედია“; ძალიან პატარა ვიყავი „ტრამალის მგელი“ რომ წავიკითხე, პიტერ გასი, გოეთე, ძირითადად გერმანულენოვან ლიტერატურას ვკითხულობდი, თუმცა რასაც ვეუფლებოდი, დიდ გავლენას ახდენდა.

ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ ბევრი იკითხონ, ყველაფერი უნდა წაიკითხონ, რაც მეტს წაიკითხავენ უკეთესია, თუმცა უმჯობესია, პირველ რიგში ძველი ლიტერატურით დაინტერესდნენ, რომ წარმოდგენა შეექმნათ როგორია სამყარო და როგორ ხედავდნენ მას ადრე. ხვდები შეიცვალა თუ არა ადამიანი, გაიზარდა თუ არა და მერე მიხვდები, რომ არაფერი შეცვლილა და ერთი და იგივე დურაკი ხალხი ვიყავით როგორც ადრე საუკუნეების დასაწყისში, ახლაც. შემდეგ უკვე თანამედროვე ლიტერატურის წაკითხვა უფრო ადვილი იქნება, რადგან თანამედროვეობის პრობლემატიკის აღქმა უფრო მარტივია“,-  ამბობს ლევან წულაძე.

რეჟისორი Aris.ge-განათლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აჯობებს, ახალგაზრდებმა მარტივი მწერლების წაიკითხვა ცოტა ხნით სხვა დროისთვის გადადონ და ეს დრო დიდ ნაწარმოებებს დაუთმონ. ამით გონება და სამყაროს აღქმის მასშტაბი გაუფართოვდებათ და უკეთ დაინახავენ ქვეყანას.

მაშ ასე, ლევან წულაძის მიერ შემოთავაზებული საკითხავი ლიტერატურისა და ავტორების სია:

  • ჯოვანი ბოკაჩო – დეკამერონი
  • მიგელ დე სერვანტესი – „დონ კიხოტი“
  • ონორე დე ბალზაკი
  • გოეთე – „ფაუსტი“ და ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“
  • ჩარლზ დიკენსი
  • ნიკოლაი გოგოლი
  • ალექსანდრე პუშკინი
  • თედორე დოსტოევსკი
  • ანტონ ჩეხოვი
  • ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – არამხოლოდ „პატარ აუფლისწული“, წერილებიც
  • ფრანც კაფკა
  • მიხეილ ბულგაკოვი

„უწინ მხატვრულ ლიტერატრას ალბათ უფრო მეტად კითხულობდნენ, ახლა მეტად ინფორმაციული ხასიათის ლიტერატურით ინტერესდებიან ახალგაზრდები. იმის თქმა, რომ ადრე მეტს კითხულობდნენ ვიდრე დღეს, ტყუილია. როცა ბევრ ადამიანს წიგნი აქვს გადაშლილი ეს არ არის კითხვის ნიშანი. მხოლოდ წიგნის გადაფურცვლა არაა განათლება. განათლება ნიშნავს წიგნის წაკითხვას, დასკვნების გაკეთებას. ბევრ წიგნწაკითხული ადამიანი უამრავი მინახავს, მგრამ ბევრს სულელის შთაბეჭდილება დაუტოვებია“.

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლაშა ბუღაძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია მარიკა ლორთქიფანიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური