GE

ჩემი წიგნი  – რუბრიკის სტუმარია მაკა მახარაძე

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია ბალერინა მაკა მახარაძე:

-რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

nata-maka-mediko-პირველი წიგნი ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ იყო, თუმცა დღეს, ალბათ, ბევრი ახალგაზრდა იტყვის რომ ამ წიგნში აღწერილი ამბავი მოძველებულია, თემა აღარ არსებობს. სახლში ახალგაზრდა თაობა მყავს და ისინი კითხულობენ დღეს იმას, რაც მათ აინტერესებთ და არა იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რასაც ჩვენი მშობლები და ჩვენ მორჩილად ვკითხულობდით. ახლა სხვანაირი თაობაა და ვისაც უნდა და უყვარს კითხვა, ის ახლაც კითხულობს. არა იმას, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ, არამედ იმას, რაც მათ აინტერესებთ. მე არ ვგმობ ამას, იმიტომ რომ, მიმაჩნია, სჯობს მას ჰქონდეს კითხვის მოთხოვნილება.

ჩემი უფროსი შვილიშვილის მაგალითზე  შემიძლია ვთქვა, კითხვა დაიწყო პრაქტიკულად „ჰარი პოტერით“, ამ წიგნმა განაპირობა ის რომ დათა თავაძე დღეს არის სერიოზულად მწიგნობარი ადამიანი. ისე დააინტერესა, „ჰარი პოტერმა“ აგრძნობინა კითხვის გემო. ადრე ჩვენ რუსულ ლიტერატურას ვკითხულობდით, დღეს ამას აგდებულად უყურებენ. რაც მეტი მკითხველი გეყოლებათ თქვენ და ზოგადად, მეტი მკითხველი ადამიანი იქნება ჩვენ გარშემო, ეს ძალიან კარგი იქნება.

მაშ ასე, Aris.ge-განათლება გთავაზობთ მაკა მახარაძის საყვარელი მწერლების სიას, რომელთა შემოქმედების წაკითხვასაც ის სურვილის შემთხვევაში გვირჩევს:

  • ჰემინგუეი
  • ჯეკ ლონდონი
  • თეოდორ დრაიზერი
  • ვაჟა-ფშაველა
  • ლევ ტოლსტოი
  • ანტონ ჩეხოვი
  • ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გია ბუღაძე

რა წავიკითხოთ ზამთრის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია რატი ამაღლობელი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ელდარ შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური