GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ნატო მეტონიძე

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია მომღერალი ნატო მეტონიძე:

-რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

-პირველი წიგნი მახსოვს რომ ზღაპარი იყო, თუ გახსოვთ, სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრების კრებულები იყო გამოცემული და სწორედ მას ვკითხულობდი. მოზრდილი ბავშვი ვიყავი მაშინაც კი, სხვა დანარჩენებთან ერთად, ზღაპრებს ვკითხულობდი და დამცინოდნენ. ეს იყო ჩემი სისუსტე. პირველი წიგნი იყო რემარკის „სამი მეგობარი“. შთაბეჭდილება მაშინ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ზღაპრების  შემდეგ ჩემთვის უჩვეულო და სერიოზული საკითხავი იყო. ასევე მომწონდა ნაირა გელაშვილის კითხვა და პირველი რამაც სერიოზულად დამაფიქრა და შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ ეზიაროს. მგონია, რომ ამ თაობამ ისწავლა კითხვა. თუ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ წიგნი დაავიწყდათ ბავშვებს, ეს მხოლოდ ინტერნეტით ჩანაცვლების თემა მგონია, ისე კი, ჩვენ თაობასთან შედარებით, ახლა უფრო მეტს კითხულობენ

მაშ ასე, Aris.ge-განათლება წარმოგიდგენთ ნატო მეტონიძის მიერ შემოთავაზებული წიგნებისა და ავტორების სიას:

  • მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“
  • გურამ დოჩანაშვილი
  • ნაირა გელაშვილი
  • ეტგარ კერეტის „ნებროთმა გარეკა“
  • აკა მორჩილაძე
  • დათო ტურაშვილის „დავით აღმაშენებელი“

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გია ბუღაძე

რა წავიკითხოთ ზამთრის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია რატი ამაღლობელი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ელდარ შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური