GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია რეჟისორი რობერტ სტურუა:

-რომელი წიგნი წაიკითხეთ პირველად და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

-ბავშვობაში ზღაპრებსა და საბავშვო ლიტერატურას ბებია მიკითხავდა. პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე იყო ჰექტორ მალოს „უსახლკარო“, რომელიც უდედმამო ბავშვისა და ცირკის მოხეტიალე მსახიობის ისტორიას მოგვითხრობს. მახსოვს, როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, ავად ვიყავი და ვიწექი, თუმცა ისიც მახსოვს, რომ ამ წიგნმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

რობერტ სტურუა ამბობს, რომ რთულია ადამიანს ურჩიო, რა წიგნები წაიკითხოს და როგორ უნდა დაიწყოს წიგნის კითხვა.

„თუმცა ერთი რამის თქმა შემიძლია, პირველი წიგნი უნდა იყოს საინტერესო. თითოეული ადამიანი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე თვითონ ირჩევს წიგნებს, ყველა სხვადასხვანაირად მიდის წიგნთან, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, პირველი წიგნი აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო, შემდეგ ის დაგაინტერესებს და აუცილებლად გაუჩენს ადამიანს კითხვის სურვილს და ბავშვი იქნება თუ მოზარდი, აუცილებლად გააგრძელებს კითხვას. ესაა მთავარი და მნიშვნელოვანი რეცეპტი“, – ამბობს რობერტ სტურუა.

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური