GE

ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარეს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ჩინეთის საინჟინრო აკადემიისა და ჩინელი ხალხის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლების დელეგაცია, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარის, პროფ. სუ კუანდის  ხელმძღვანელობით.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ვიზიტის მიზანია ჩინეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობასთან დაკავშირებული  დეტალების განხილვა.

ჩინეთის დელეგაციის სტუმრობისას მეტალურგიასა და საინჟინრო სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, განათლების რეფორმაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობისთვის ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარეს, პროფ. სუ კუანდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური