დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა 2013 წლის თებერვალში ჩატარებული საცდელი ტესტირების შედეგები.
გაითვალისწინეთ:
• საცდელ ტესტირებაზე წარმოდგენილი იყო I – IV კლასების ე. წ. ერთიანი ტესტი (რომელიც მოიცავს ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას), ასევე I – VI კლასების ცალკეული საგნობრივი ტესტები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება);
• ტესტის თითოეული ვარიანტისთვის მაქსიმალური ქულა განსხვავებულია: I – IV კლასების ე. წ. ერთიანი ტესტისთვის მაქსიმალური ქულა არის 44; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ტესტისთვის – 35; მათემატიკის მასწავლებელთა ტესტისთვის – 32; ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა ტესტისთვის – 45.
• საცდელი ტესტირების შედეგის საფუძველზე ზუსტად ვერ განსაზღვრავთ თქვენს წარმატებას გამოცდაზე, რადგან აღნიშნული ტესტირება მიზნად ისახავდა არა თქვენი შესაძლებლობების, არამედ დავალებების გამოცდას
- როგორ ჩავირიცხებით სამაგისტრო პროგრამაზე – შეფასების სისტემა, მინიმალური და მაქსიმალური ქულები და გრანტის გამოთვლის წესი by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
- 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები ცნობილია – სია by ARIS.GE-განათლება
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის აპელაციის შედეგები by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი