GE

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესში ცვლილება შევიდა

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელტა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრის დირექტორის N05-95 ბრძანებით დამტკიცებულ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში“ ჩართულ “მასწავლებელთა შეფასების წესში“ შესული ცვლილების მიხედვით, ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლები აღარ არიან ვალდებულნი, წარმოადგინონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგის, სტაჟირების ან კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცენტრის ცნობით, შეიცვალა და გამარტივდა განაცხადის ფორმაც.

რომელ აქტივობაში რამდენი კრედიტქულა მიენიჭებათ ძველ სქემაში ჩართულ პედაგოგებს?!

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების აქტივობების შეფასებისთვის რეგისტრაცია 20 აგვისტოს დაიწყება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური