GE

EDU.ARIS.GE გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კანდიდატს ეძებს!

სანფორმაციო ინტერნეტპორტალი  ”არის ჯი”  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე და ეძებს ახალგაზრდა, კომუნიკაბელურ, ენერგიულ,  შედეგებზე ორიენტირებულ და გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს.

საქმიანობის აღწერა:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება
  • პოტენციურ კლიენტებისთვის მომსახურების შეთავაზება და გაყიდვა ტელეფონის მეშვეობით
  • კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეყვანა ბაზაში
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, დამატებითი მომსახურების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მომსახურების სფეროში ტელეფონის მეშვეობით პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება: მომსახურების პირობების ახსნა, შეთავაზება…

პრეტენდენტმა წერილობითი სახით უნდა წარმოადგინოს  სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტის მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება

  • უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებული კურსის სტუდენტიც);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

მინიმალური ხელფასი  600 ლარიდან + ბონუსები

(ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე)

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 13 მაისი, 2016

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით  sales@aris.ge მისამართზე.

გისურვებთ წარმატებებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური