GE

ექსტერნატის ფორმით გამოცდების რეგისტრაციისა და ჩატარების ვადები განისაზღვრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მე–12 კლასის ექსტერნი ფორმით გამოცდების ჩატარებისა და მათზე რეგისტრაციის ვადების შესახებ ბრძანება გამოსცა:

ბრძანებაში ვკითხულობთ:

მე–12 კლასის მოსწავლეები, რომელთაც გააცდინეს 2015–16 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30% და მეტი, ექსტერნად პროგრამის დაძლევისთვის რეგისტაციას გაივლიან 25 აპრილიდან – 28 აპრილის ჩათვლით. გამოცდები ჩატარდება 5 მაისიდან –13 მაისის ჩათვლით.

იგივე ვადები განისაზღვრა, შემდეგი საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევისთვის:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • ისტორია
  • ინგლისური ენა
  • სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

რაც შეეხება მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (გარდა ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევას, გამოცდაზე რეგისტრაცია იწარმოებს 25-დან 28 აპრილამდე, გამოცდები კი 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

იხილეთ ბრძანებები

ბრძანება #339

ბრძანება #340

ბრძანება #344

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური