GE

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრი და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

30 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრი და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პარლამენტარები, ბიზნესმენები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრი მოიცავს რამდენიმე განახლებულ და ახლად დაარსებულ დარბაზს, რომელთა შორისაა: დედაენის დარბაზი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა.

თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი მოიცავს: ელექტრონულ ბიბლიოთეკა “ივერიელის” სამუშაო ლაბორატორიას, ეროვნული ბიბლიოთეკისა და “ჯეოსელის” ერთობლივ პროექტ “ციფრულ ფოტომატიანეს”, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიას, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს.

ღონისძიება კომპანიების ”ბადაგონისა” და ”რუმსის” მხარდაჭერით გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური