GE

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გერმანისტთა კონფერენცია “ქართული გერმანისტიკა გუშინ დღეს ხვალ” გაიმართება

ფოტო –
8777

21 ნოემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ტარდება გერმანისტთა კონფერენცია “ქართული გერმანისტიკა გუშინ დღეს ხვალ”.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა 14 ნოემბრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება ცნობილი მეცნიერის, რეზო ყარალაშვილის ხსოვნას. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მეცნიერს.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

საკონფერენციო მოხსენებები განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონულ არქივში.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობის სანახავად გადადით ბმულზე.

საკონტაქტო პირი: ნინო პავლიაშვილი – npavliashvili@gmail.com; ტელ: 599268524.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური