GE

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2016-2017 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა 10:00 საათიდან შეეძლებათ და 31 ოქტომბერს 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

წელს პირველად ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელქტრონული ფორმით ჩატარდება.

მოსწავლეები 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.

2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის თითოეული საგნის შესაბამისად, განსაზღვრული კონკრეტული კლასი/კლასები იხილეთ დანართში.

კლასები და საგნები რომელშიც ოლიმპიადა ჩატარდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური