GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ბულგარეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი 2016 წლის ორმხრივი სამხედრო გეგმის მიხედვით, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დირექტორატის წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიცე-პოლკოვნიკ, ვასილ კოპეიკინს შეხვდნენ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს აკადემიის ზოგადი საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური