GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე ესტუმრა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და თავდაცვის სამინისტროს დესკ-ოფიცერი, ბატონი სემ ვოლტერსი, რომელიც კავკასიის რეგიონის საკითხებზე მუშაობს.

სტუმრები აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინსა და აკადემიის იმ თანამშრომლებს შეხვდნენ, რომლებმაც სხვადასხვა დროს განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღეს.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს აკადემიის მიერ საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური