GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ევროპაში პარტნიორი ენების სასწავლო ცენტრის დირექტორი ეწვია

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებიან ევროპაში პარტნიორი ენების სასწავლო ცენტრის დირექტორი, ბატონი კიტ ვერტი და ენების საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს წარმომადგენელი (BILC), ქალბატონი ინგრიდა ლეიმანისი.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინს, რექტორის მოვადგილეს, ერეკლე ჩიგოგიძეს და საბაკალავრო სკოლის ენობრივი მომზადების განყოფილების ხელმძღვანელს, ლელა ხუბულურს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ინგრიდა ლეიმანისი აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ჩაუტარებს ხუთდღიან პრაქტიკულ აქტივობებს ინგლისურ ენაში, ასევე უზრუნველყოფს საბაკალავრო სკოლის ენობრივი მომზადების განყოფილებას სასწავლო და საგამოცდო მასალებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური