GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მე-3 კურსის კადეტები ესტუმრნენ

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მე-3 კურსის კადეტები.

შეხვედრის ფარგლებში, კადეტები გაეცნენ აკადემიის საქმიანობას, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, კადეტებმა იუნკერებს კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური