GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე ოლივიე მადიო ესტუმრა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო ესტუმრა.

აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა თავდაცვის ატაშეს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის საქმიანობისა და არსებული სკოლების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

აკადემიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საფრანგეთის სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური