GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რამაზ ბლუაშვილის ლექცია გაიმართა

3 თებერვალს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის დირექტორი, ბატონი რამაზ ბლუაშვილი.

„ალექსანდრე ქართველი და ამერიკა“ – ასე ეწოდება ლექციას, რომელიც ბატონმა რამაზ ბლუაშვილმა აკადემიის საბაკალავრო სკოლის მე-4 კურსის იუნკერებსა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს წაუკითხა.

აკადემიის ინფორმაციით, აღნიშნულმა ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს ბატონმა რამაზმა მსმენელების მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური