GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ტომას კოსენდეის ლექცია გაიმართა

„სპიკერების პროგრამის” ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ტომას კოსენდეი.

ვიზიტის ფარგლებში ბატონმა კოსენდეიმ აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა, რის შემდეგაც, აკადემიის იუნკერებს წაუკითხა ლექცია თემაზე – “ წამყვანი პრინციპი ‘მოქალაქე სამხედრო ფორმაში’ და ლიდერობის განვითარება გერმანულ შეიარაღებულ ძალებში“. ლექცია გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არსებულ მიდგომებს, ე. წ. „შიდა ლიდერიზმს“, „ფორმიან მოქალაქესა“ და ამ პრინციპების რეალიზაციის საშუალებებს შეეხებოდა.

აკადემიის ცნობით, აღნიშნულმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში. ლექციის დასასრულს, იუნკერებმა ტომას კოსენდეის კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური