GE

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში მსოფლიო ბანკის ციფრული ბიბლიოთეკა ჩაირთო

24 აპრილიდან 24 მაისამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩაირთო მსოფლიო ბანკის ციფრული ბიბლიოთეკა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, მსოფლიო ბანკის ელექტრონული ბაზები აერთიანებს 9000 წიგნს, კვლევებს, ჟურნალებსა და სხვა გამოცემებს სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. ბიბლიოთეკა მოიცავს ოცზე მეტი დარგის ექსპერტთა ნაშრომებს, რომლებიც ეხება სიღარიბის დაძლევას, ადამიანური და ეკონომიკური რესურსების განვითარებას, ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას, განათლებას, კლიმატურ ცვლილებებს, ბუნებრივი რესურესებით სარგებლობასა და რეგიონების ინტეგრაციას. მასალების გადმოწერა შესაძლებელია.

დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური