GE

ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის პილოტირებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწარმოებს

ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის პილოტირებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწარმოებს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პილოტირებაში ჩართვის შესაძლებლობა ქუთაისისა და ჩოხატაურის მე-12 კლასელებს ექნებათ. პილოტირება ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდება. მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში რეგისტრაციას 20 ოქტომბრიდან www.naec.ge-ზე შეძლებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზების თანახმად, მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, ამ მუნიციპალიტეტების საჯარო თუ კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ ტესტსა და სწორ პასუხებს გაეცნონ, არამედ საცდელი რეჟიმიდან გამომდინარე სრულიად უფასოდ მიიღონ მომსახურება, რომელიც მათი ნაშრომების გასწორებას ითვალისწინებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ახალ პროექტზე მუშაობას გაზაფხულიდან დაიწყებს.

მისაღები გამოცდების ელექტრონული ფორმატის აპრობაციას გამოცდების ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს

2016 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე – ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური