GE

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები და აპელაცია

ფოტო –
6933

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ 2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებს და ინფორმაციას აპელაციის შესახებ (უცხოური ენა (ინგლისური, ფრანგული, რუსული), გეოგრაფია, ისტორია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის).

2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულების მინიმალური ქულა

შედეგები უცხო ენებში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქიმიასა და ფიზიკაში

შედეგები ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ქართულში და ქართულში არაქართულენოვანი სკოლებისთვის

წარმოდგენილი შედეგები შესაძლებელია აპელაციის შემდეგ შეიცვალოს.

იხილეთ მესამე ტურის ტესტები და პასუხები უცხო ენებში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქიმიასა და ფიზიკაში

იხილეთ მესამე ტურის ტესტები და პასუხები ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ქართულში და ქართულში არაქართულენოვანი სკოლებისთვის

აპელაციის განაცხადის ფორმა

უცხოურ ენაში (ინგლისური, ფრანგული, რუსული), გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქიმიაში და ფიზიკაში 2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2014 წლის 14-15 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი სახით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არა აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მონაწილეს შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს შეფასება, ან ნაშრომის ქულა დარჩეს უცვლელი.

უცხოური ენა (ინგლისური, ფრანგული, რუსული) – მაქსიმალური ქულა – 60
გეოგრაფია – მაქსიმალური ქულა – 55
ისტორია – მაქსიმალური ქულა – 30
ქიმია – მაქსიმალური ქულა – 35
წერილობითი ფორმით – მაქსიმალური ქულა – 25
ექსპერიმენტული ფორმით – მაქსიმალური ქულა – 10
ფიზიკა – მაქსიმალური ქულა – 35
წერილობითი ფორმით – მაქსიმალური ქულა – 25
ექსპერიმენტული ფორმით – მაქსიმალური ქულა – 10
ქართული ენა და ლიტერატურა – მაქსიმალური ქულა – 40
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის – მაქსიმალური ქულა – 40
მათემატიკა – მაქსიმალური ქულა – 25
ბიოლოგია – მაქსიმალური ქულა – 25

ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასებისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომელთა ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

ოლიმპიადის მე-2-მე-10 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის მე-2-მე-10 ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

თუ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს თანაბარი ქულები აქვთ, მაშინ რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალიწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილეებს კვლავ თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური