GE

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:

,,მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში ჩასატარებელ ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალისა და მონაწილეთა პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების მიზნით, საგამოცდო ცენტრბში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

დამატებითი მარშრუტები დაინიშნა მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ მუხიანის დასახლებაში არსებული #175 საჯარო სკოლისა და მეტროსადგურ ,,ვარკეთილიდან“ მე–3 მასივში არსებული #117 საჯარო სკოლის მიმართულებით. ასევე დამატებითი მოძრავი შემადგენლობა იქნა გათვალისწინებული მეტროსადგურ ,,დელისიდან“ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის #13 მარშრუტზე. დამატებითი მარშრუტები 06:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.

გარდა ამისა, დედაქალაქში სხვასხვა საგამოცდო ცენტრებამდე დროულად გადაადგილების მიზნით ამჟამად მოქმედ №14, 21, 24, 51, 140, 150  მარშრუტებზე განისაზღვრა დამატებითი მოძრავი შემადგენლობები,” – აღნისშნულია განცხადებაში.

წყარო: თბილისის მერიის პრესსამსახური

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური