GE

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 – რომელ სახელმწიფო უწყებას რა პასუხისმგებლობა აქვს აღებული

საატესტატო გამოცდები სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე კი თვეზე ოდნავ მეტი დარჩა.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებიც მობილიზებულნი არიან იმისთის, რომ გამოცდებმა ყოველგვარი ექსცესებისა და გართულებების გარეშე ჩაიაროს. Aris.ge-განათლება დაინტერესდა რომელ უწყებას რა წვლილი შეაქვს და რით ეხმარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უმაღლესში მისაღები გამოცდების მიმდინარეობის  პროცესში.

10492585_628466363916321_3854435677628248402_nშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკოს უწყებას საგამოცდო პერიოდში შემდეგი სახის აქივობები ევალება:  სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და ექიმების მობილიზება,  რათა აუცილებლობის შემთხვევაში მათ საგამოცდო პროცესში მონაწილე პირებისთის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეძლონ. ასევე, ამ უწყების პრეროგატივაა  რაიონული სტრუქტურებისთვის  პირველადი დახმარების მედიკამენტების მიწოდება და გამოცების ეროვნული ცენტრის დროული ინფორმირება მათი მედიკამენტბით უზრუნველყოფის შესახებ.

ენერგეტიკის სამინისტრო, სს თელასი, ენერგოპროჯორჯია

პირველ რიგში, ამ უწყებებს ევალებათ დაგეგმილი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების გადატანა გამოცდების შემდგომი პერიოდისთვის. ასევე, მათ კომპეტენციაშია ტრანსფორმატორების და სხვა მოწყობილობების სტაბილური და გამართული  მუშაობის შემოწმება. საავარიო–სარემონტო ბრიგადების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა. სწორედ ეს სამი უწყებაა პასუხიმგებელი, რომ საგამოცდო პერიოდში  საგამოცდო ცენტრებს ელექტროენერგია უწყვეტდ და სტაბილურად მიეწოდებოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

10325268_628466380582986_6598533995164883789_nსამართალდამცველები  ვალდებულნი არიან დეტალურად დაათვალიერონ საგამოცდო ცენტრების პერიმეტრი. ასევე მათ კომპეტნციაში შედის  სახანძრო უსაფრთხოების რეგიონალური სამსახურის მობილიზება. უსაფრთხოების უზრუნველყოფა საგამოცდო ცენტრებში და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

,,გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლები, გამოცდებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს – ტესტების დაცვა. მას შემდეგ რაც საგამოცდო ტესტები საქართველოში ჩამოვა ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ გადატანას საპატრულო შენობებში და ბანკებში, სადაც გამოცდებამდეა დაცული. მათი საგამოცდო ცენტრამდე ტრანსპორტირებაც ჩვენი პრეროგატივაა. უკვე სამ წელზე მეტია ასე ხდება,“ – განუცხადა Aris.ge-განათლებას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვასილ ბახტურიძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

სასჯელაღსრულებაში მყოფი გამოცდაში მონაწილე პირებისათვის საგამოცდო პირობების უზრუნველყოფა. ასევე, მათი საგამოცდო ცენტრებში ბადრაგირებისა და შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სწორედ ამ დაწესებულების მოვალეობაა.

თბილისის მერია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საკმაოდ შრომატევადია საგამოცდოდ დედაქალაქის მერიის საქმიანობა. სწორედ ნარმანიას უწყებაა პასუხიმგებელი საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობასა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაზე. ასევე, მათი პრეროგატივაა ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების  მოძრაობის გრაფიკის ოპტიმიზაცია გამოცდების დაწყებისა და დასრულების დროის გათვალისწინებით. სასწრაფო, სამედიცინო და სახანძრო ბრიგადების მზადყოფნისა და საზოგადოებრივი წესრიგის ნდაცვის უზრუნველყოფა და საგამოცდო პროცესისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. ასევე ჯებირები და ბიო–ტვალეტები. ანალოგიურ სამუშაოს რეგიონებში უკვე  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასრულებს.

ინტერნეტ-პროვაიდერული ორგანიზაციები

ინტერნეტ პროვაიდერები, იმ გამოცდების პროცესში, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან, საგამოცდო ცენტრებში ინტერნეტის საჭირო სიჩქარის მიწოდებაზე არიან პასუხისმგებელნი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პროცესზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე მიეწოდათ.

1405513691_maiamiminoshviliimeretshimoghvatsepedagogebsshekhvda9568,,საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი პირისგან არის დაკომპლექტებული ყოველწლიურად იკრიბება. მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ ორგანიზაციას მარტო არაფერი გამოუვა. ყველა მათგანის მონაწილეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესის გამართულად წარმართვაში. წელს, წინა წლის გამოცდებთან შედარებით, ძირითადი განსხვავება ის გვაქვს, რომ 5 ათასით მეტი აბიტურიენტი გვყავს და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა მაგისტრობის მსურველების – სწორედ ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ყველა უწყებას, რათა მათ უკეთ განსაზღვრონ საჭიროებები,“ – განუცხადა Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 2 ივნისს არის ჩანიშნული.

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან?

რჩევები აბიტურიენტებს – რა ნივთების შეტანის უფლება აქვთ და რისი არა გამოცდაზე

2015 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო დავალება ექნებათ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური