GE

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 იწყება – როგორია ვითარება საგამოცდო ცენტრებში

ხვალ 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, შეფსებისა და გამოცდების ერივნულმა ცენტრმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცდის იმიტაცია მოაწყო.

13555836_1460592873966950_159394137_oმაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს საგამოცდო უწყისის ამობეჭდვის ტესტის ელექტრონული ვერსიიის მიწოდებისა და სექტორის კოდის შეყვანის პროცედურები უჩვენა. ჟურნალისტებმა სასერვეროები და საგამოცდო სექტორები დათვალიერეს. როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ ხვალინდელი გამოცდა ხარვეზების გარეშე ჩატარდება. დღეს კი, 21–ივე საგამოცდო ცენტრში, იმ პერსონალისთვის, რომლებიც ხვალ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, გენერალური რეპეტიცია ჩატარდა.

მაია მიმინოშვილმა კიდევ ერთხელ ისუბრა გამოცდების ნაწილობრივ ელქტრონული ფორმატით ჩატარებაზე და აღნიშნა, რომ ეს გამოცდების სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის დასაწყისია.

13563233_1460593980633506_169727257_nმიმინოშვილის თქმით, წელს ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდას მხოლოდ 1 აპლიკანტი ჩააბარებს, ხოლო აფხაზურ ენაზე არც ერთი აპლიკანტი. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ერთი აბიტურიენტი ჩააბრებს ქართული ენისა და ლიტერატური გამოცდას აფხზურ ენაზე.

მიმინოშვილმა მოუწოდა აბიტურიენტებს დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია საგამოცდო ცენტრებში.

„წინა წლის მაგლითიდან გამომდინარე, ჩვენ წესებს დავამატეთ, რომ აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გაიმოცხადდნენ ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.

13578664_1460594977300073_910946779_nყველას ვთხოვ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, რათა ეს მათთვისვეა კარგი, იმისთვის, რომ მათთვის მისაღებ პირობებში ჩატარდეს გამოცდები. ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულია აბიტურიენტის საგამოცდო პროცესიდან მოხსნა.

წელს ზაფხულის გამოცდებს 38 500–ზე მეტი აბიტურიენტი, 4–ათასამდე სტუდენტი, 12 500–ზე მეტი მაგისტრობის მსურველი და 22 700–ზე მეტი პედაგოგი ჩააბარებს.

“ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა აბიტურიენტებისთვის გამოცდებამდე 1 დღით ადრე”

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური