GE

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის დადგენის შესახებ, „ნაეკი“ განცხადებას ავრცელებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება.

გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები 9 ივლისს ჩაერთვებიან. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 20 ივლისს ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 19 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი 12 500-ზე მეტი მსურველი.

,,აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება.
2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეები:

  • 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება.
  • სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). 
  • ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა”, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – აბიტურიენტებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური