“ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა აბიტურიენტებისთვის გამოცდებამდე 1 დღით ადრე”
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016–ის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს, აბიტურიენტებისთვის მისი მთავარი გზავნილის დასახელება სთხოვა.
“დღეს განსაკუთრებული დღეა. ვისაც ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები ელის, მათთვის ჩემი უმორჩილესი რჩევა და თხოვნაა, რომ დაანებონ დღეს ყველაფერს თავი, დაისვენონ, დადებითი ემოციებით დაიტვირთონ და ის გააკეთონ, რაც მათ ყველაზე მეტად სიამოვნებთ.
თუმცა, ვურჩევ არ გადაიღალონ და ფიზიკურად არ დაიტვირთონ. პირიქით, პოზიტიური ემოციებით დაიტვირთონ. ხვალ კი ჩვენი დღეა. ჩვენ ვართ ვალდებულები ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აპლიკანტებს მისაღები საგამოცდო პირობები შევუქმნათ”,– განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში წელს 38 500–ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ეკა არის© წივწივაძე
- „განათლებაში სარისკო გლობალური ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა“ – ზგემის საბოლოო ვარიანტი შედგენილია by ARIS.GE-განათლება
- რა აქვს გასაკეთებელი განათლების სამინისტროს ბილინგვური განათლების უზრუნველსაყოფად – სახალხო დამცველის რეკომენდაციები by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლის აღიარების, დაფასებისა და მხარდაჭერის როლი სწავლა-სწავლების პროცესში – მაგალითები by განათლებული ბლოგი