GE

ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2015

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების არჩევით საგანში ააბიტურიენტების მიერ მიღებულ შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების გაგება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე  www.naec.ge;  ან   www.online.naec.ge.

შედეგები

შეგახსენებთ, რომ ტესტის ერთი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში (მაგ: სამოქალაქო განათლება, ფიზიკა) არ გამოიყენება გათანაბრების წესი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მიიღოს კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა ან მეტი. ფიზიკისათვის 19 ქულა ან მეტი, სამოქალაქო განათლებისათვის – 16 ქულა ან მეტი).

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მინიმალური ქულა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური