GE

„გამათავისუფლეს, რადგან განათლების სამინისტროსთვის არასასურველი ადამიანი ვიყავი“ – თელავის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბაზიერაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  Aris.ge-განათლებასთან საუბარში ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება უსამართლო იყო და ის უფრო ვრცლად, მას შემდეგ ისაუბრებს, რაც განათლების სამინისტრო განახორციელებს შემდგომ ნაბიჯებს ამ თემასთან დაკავშირებით.

,,რამდენიმე დღე მინდა თავი შევიკავო კომენტარისგან. თუმცა მალე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა სცენარს თამაშობს განათლების სამინისტრო, როდესც უნდათ, რომ მათთვის არასასიამოვნო პიროვნება გაათავისუფლონ. ჩემსა და განათლების სამინისტროს შორის მიმდინარე მოვლენებს გამოხატულ დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, თუმცა  მათთვის არასასურველი ადამიანი ვიყავი. თუ რატომ, ამას რამდენიმე დღეში ვრცლად მოვახსენებ საზოგადოებას. მას ვინც ჩემს შემდგომ ჩაიბარებს უწყებას, რომ გაუადვილდეს მუშაობა და არ შეექმნას იდენტური  პრობლემები ვალდებული ვარ რაღაცეები ვთქვა. მაინტერესებს რა ნაბიჯს გადადგამს განათლების სამინისტრო. ამის შემდეგ შევძლებ მე კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრო. არ მიყვარს ვარაუდებით საუბარი.“

ლია ბაზიერაშვილის თქმით ამჟამად რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ამავე სამსახურის აუდიტის წარმომადგენელი ასრულებს.

,,რესურსცენტრი საჯარო სამსახურია და ყოვლად შეუძლებელია მოვალეობის შემსრულებელად ადამიანი არ დაინიშნოს. მიმდინარე საქმეები აუცილებლად უნდა გაკეთდეს და არ უნდა შეფერხდეს. ამჟამად მოვალეობას ეკატერინე ჩხუტიაშვილი ასრულებს, რომელიც თელავის რესურსცენტრში სამინისტროს აუდიტის სამსახურის წარმომადგენელია,“- განუცხადა Aris.ge-განათლებას ლია ბაზიერაშვილმა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში Aris.ge-განათლებას  განუცხადეს, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირების დროს გამოავლინა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტები, რაც გახდა ბაზიერაშვილის გათავისუფლების მიზეზი.

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ხდებოდა კანონმდებლობის დარღვევით და ასევე გამოიკვეთა სხვადასხვა სახის ადმინისრაციული და ფინანსური გადაცდომები. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია არაერთ დაღვევაზე. არსებობს აუდიტის დასკვნა რის საფუძველზეც მოიხსნა ეს ადამიანი. თუ რაიმეს არ ეთანხმება შეუძლია გაასაჩივროს,“- განგვიცხადეს სამინისტროში.

თელავის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ახლო მომავალში გამოცხადდებათელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად ლია ბაზიერაშვილი, რომელიც სამინისტრომ კონკურსის შედეგად შეარჩია, 2013 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა.

ნინო არის© ჩორგოლიანი

ავტორის სხვა სტატიები:

თელავის უნივერსიტეტის მოქმედი პროფესორები ადმინისტრაციის მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევებზე მიუთითებენ

როგორ აფასებენ აბიტურიენტები გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას – პირველი აპრობაციის შედეგები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური