GE

გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდი ჰაკერული შეტევის შედეგად გატეხილია

გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ჰაკერული შეტევის შედეგად გატეხილია. ამასთან დაკავშირებით ცენტრი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:

,,მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ჰაკერული შეტევის გამო ვეღარ ვმართავთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდს. გთხოვთ, აღარ ენდოთ ამ გვერდზე 2 ოქტომბრიდან გამოქვეყნებულ არცერთ ინფორმაციასა თუ კომენტარს.

ნებისმიერი სიახლე განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge და Facebook-ის ახალ გვერდებზე: Naec შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და Naec PR-Department.

გთხოვთ, მოიწონოთ ცენტრის ახალი გვერდი” – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური