GE

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი – „სამსახურში მეჩქარებოდა და სწრაფად შემოვხაზე“

მუხიანის 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა პირველმა აბიტურიენტმა ბიჭმა გამოცდის დაწყებიდან რეკორდულად მოკლე დროში, ერთ საათში დატოვა.

როგორც მან Aris.ge-განათლებას განუცხადა, ტესტი მაქსიმალურად სწრაფად დაწერა, იმის გამო, რომ სამსახურში ეჩქარებიდა.

„ვმუშაობ და ახლა სამსახურიდან ვარ წამოსული. იქ ტყუილად ყოფნას ჯობია, რომ სამსახურში წავიდე“.

კითხვაზე, თუ რა საკითხები შეხვდა და რამდენად კარგად გაართვა თავი ტესტში მოცემულ დავალებებს, ასეთი პასუხი გაგვცა:

„დაგებარებინათ და თუ გაინტერესებდათ რა საკითხები იყო და გაგიგებდით. რა აზრი აქვს რა შემხვდა? რომ გამოვლენ აბიტურიენტები თვითონ გეტყვიან უჭირთ, თუ არ უჭირთ. მე ისე, უბრალოდ ვიყავი გამოცდაზე გასული. თემები არ მინახავს და შემოსახაზები რაც იყო, მხოლოდ ის გავაკეთე სწრაფად“,-განგვიცხადა აბიტურიენტმა.

კითხვაზე, რამდენ ქულას ელოდება, ირონიულად გვიპასუხა – „გრანტს ავიღებ ალბათ“ 🙂 მისი თქმით, სკოლა დიდი ხანია დაამთავრა და ახლახანს 5 წლისთავის აღსანიშნავი ბანკეტიც ჰქონდა. რაც შეეხება არჩეულ მიმართულებას, როგორც განგვიცხადა, კავშირგაბმულობაზე აბარებს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს სრულდება. მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართულის გამოცდას დღესაც 20 000-მდე აბიტურიენტი აბარებს.  შაბათი და კვირა აბიტურიენტებისთვის დასვენების დღე იქნება, 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი ზოგადი უნარების გამოცდით განახლდება.

რას ამბობენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური