GE

გამოსაშვები გამოცდები 1500 სკოლაში პრეტესტით დაიწყო – მოსწავლეების შეფასებები

საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში ხვალიდან მეთორმეტე კლასელების გამოსაშვები გამოცდები იწყება. დღეს კი აბიტურიენტებმა ერთგვარი რეპეტიცია- პრეტესტი გაიარეს, რომლის მეშვეობითაც მათ ხვალინდელი გამოცდისათვის ვარჯიში შეეძლოთ. იგი შუადღის  2 საათზე დაიწყო და საღამოს 9 საათამდე გასტანს.

პრეტესტი ყველა იმ სკოლაში ჩატარდა, სადაც ხვალ გამოსაშვები გამოცდები გაიმართება. საქართველოში სულ 2084 საჯარო სკოლაა, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანში ტექნიკური აღჭურვილობა არაა, გამოცდები ვერ ტარდება. ასეთი სკოლების მოსწავლეები კი მეზობელ სკოლებში ნაწილდებიან.

13245940_1239355319430634_1678434332_nგამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას მანამ, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

პრეტესტში მონაწილეობა მეთორმეტე კლასელებისათვის ნებაყოფლობითა, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განმარტავს, მასში მონაწილეობას თთქმის ყველა მეთორმეტე კლასელი იღებს.

„ხვალიდან კი რეალური გამოცდები ქართული ენითა და ლიტერატურით იწყება. მე-12 კლასელების უმრავლესობას 4 გამოცდა ექნება ჩასაბარებელი. მათ ის მეთორმეტე კლასელებიც შეუერთდებიან, რომელთაც მე-11 კლასში ბარიერი ვერ გადალახეს. მათ უკვე 4–ზე მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

„რაც შეეხება მე-11 კლასელებს, საგამოცდო პროცესი ივნისში დაიწყება, ვინაიდან მათთვის სასწავლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.  ყველა მოსწავლეს წარმატებას ვუსურვებ. მინდა, რომ თითოეულმა მათგანმა მოახერხოს ბარიერის გადალახვა. ის მოსწავლეები, რომლებიც რომელიმე საგანში ბარიერს ვერ გადალახავენ, მისაღებ გამოცდებშიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მიმინოშვილმა.

გამოსაშვები გამოცდებისას მაქსიმალური დრო 1 საათია. თუმცა, მიმინოშვილის თქმით, როგორც წესი, მოსწავლეები საქმეს დაახლოებით ნახევარ საათში ასრულებენ ხოლმე. მათ მხოლოდ დახურულ კითხვებზე  უწევთ პასუხის გაცემა.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება, შემდეგს გულისხმობს: როგორც კი პროგრამა მოახერხებს მოსწავლის შესაძლებლობა მაქსიმალური სიზუსტით შეაფასოს, გამოცდა წყდება. ანუ, მოსწავლეები ზუსტად ერთიდაიგივე რაოდენობის დავალებებსაც კი არ იღებენ. ზოგ მათგანს შეიძლება 30 კითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემა, თუკი მისი შესაძლებლობის გაზომვა შესაძლებელი იყო, ზოგის შემთხვევაში კი შეიძლება მეტი დავალება გახდეს საჭირო.

download (11)ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებდა დღევანდელ პრეტესტზეც. EDU.ARIS.GE რამდენიმე სკოლას ესტუმრა, რათა პროცესის მიმდინარეობას დაკვირვებოდა. ჩვენ იმ მოსწავლეებსაც გავესაუბრეთ, რომლებლაც პრეტესტი უკვე გაიარეს. ისინი დავალებებს მეტნაკლებად რთულად აფასებენ და ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინა წლისგან განსხვავებით პროგრამა არჭედავდა“.

თუმცა,  23-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი კუშაძე ძველი კომპიუტერის ეკრანით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, ეკრანი იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მუშაობა შეუძლებელი გახდა.

„პირველი თაობის კომპიუტერის ეკრანი შემხდა და თვალები საშინლად მატკინა. სხვა კომპიუტერზე გადასმა მოვითხოვე, მაგრამ პასუხად – სათვალეები გაიკეთეო – მივიღე. გამოცდაზეც რომ ასე იყოს, როგორ უნდა მოვიქცე?“ – ამბობს გიორგი.

სანდრო გეგიძე. 55- სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „ვფიქრობ ტესტები ცოტა არაპროგრამულად იყო შედგენილი. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ისეთი კითხვებიც მომივიდა, რომლებიც პროგრამას აცდენილი იყო. თუმცა, მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოვა ხვალინდელ გამოცდაზე. ეს უბრალოდ გავარჯიშება იყო. ხვალ კი მგონია , რომ უფრო რთული კითხვები გვექნება.

„15-20 წუთში გამოვედი. ამ დროში დაახლოებით 30 კითხვას ვუპასუხე. ამის შემდეგ პროგრამამ დამიწერა, რომ ტესტი დასრულებულია და რომ ამ ტესტით შეფასება არ ხდება“.

ელენე. 51- სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „მათემატიკა ნამდვილად არ მერთულა, ქართულიც ასევე. ისტორია კი ცოტა ძნელი იყო. იგლისურიდან საერთოდ არ მოვიდა კითხვები, რაც გამიკვირდა. სხვათაშორის, ველოდი, რომ მეტი კითხვა მომივიდოდა. საერთო ჯამში დაახლოებით 15 კითხვა მომივიდა. არადა წინა წელს ბევრად მეტ კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა. წელს 15-20 წუთში დავასრულე.

„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მარტივი, ან ძალიან რთული იყო. ვინც სწავლობს, არ გაუჭირდება, მაგრამ ვინც არ სწავლობს, მეეჭვება ჩაბარება შეძლოს. საბედნიეროდ, პროგრამა არ „ჭედავდა“. წინა წელს კი საკმაოდ ბევრჯერ გაითიშა“.

ანი ჭანუყვაძე. 51- სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „არც ისე ადვილი იყო. ცოტათი გამიჭირდა. განსაკუთრებით მათემატიკა და ისტორია. უცხო ენიდან კითხვები საერთოდ არ ყოფილა. სულ დაახლოებით 25 კითხვა მოვიდა. ქართულიდან უფრო ნაკლები, მათემატიკიდან – მეტი. საერთო ჯამში დაახლოებით 20 წუთი დამჭირდა.

„წინა წლისგან განსხვავებით პროგრამას არ გაუჭედია და ეს ძალიან კარგია. შარშან უფრო პრობლემები იყო ამ მხრივ.“

13275618_1239355566097276_1951686449_n51- სკოლაში პროცესს დირექტორი პირადად აკვირდებოდა. ჩვენთან საუბროსას მანანა თურქაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლიანი გამოცდილების წყალობით პრეტესტის მსვლელობისას პრობლემები არ შექმნიათამბობს, რომ ყველა მოწყობილობა გამართულად მუშაობს. სკოლის აიტი მენეჯერმა და განათლების სამინისტროს თანამშრომელმა  ამაზე წინასწარ იზრუნეს.

თურქაძის თქმით, პრეტესტი ბავშვებს ძალიან კარგ შესაძლებლბას აძლევს – წინასწარ გაეცნონ პროგრამას და საკუთარი ცოდნაც შეამოწმონ. ამბობს, რომ ეს მათაც იციან და ამიტომ, ამ შანსს ყელა იყენებს.

„სულ 165  კურსდამთავრებული გვყავს და ყველა იღებს პრეტესტში მონაწილეობას ერთის გარდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვიდა. ბაშვები ამას სიხარულით ხვდებიან რადგან იციან, რომ ეს მათთვის დაუშვეს.

„დიდი იმედი მაქვს ჩვენი სკოლის ყველა მეთორმეტეკლასელი ჩააბარებს გამოსაშვებ გამოცდებს. ყოველთვის ასე იყო და ძალიან შევწუხდები წელს თუ სხვანაირად მოხდა. ისინი მთელი წელი მეცადინეობენ, ყველა ხელს ვუწყობთ ამაში. გაკვეთილების შემდეგაც კი რჩებიან ხოლმე სკოლაში სამეცადინოდ, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებენ  და პრობლემა რატომ უნდა შეექმნათ,“ – გვითხრა მანანა თურქაძემ.

გამოსაშვები გამოცდებისათვის  დაწესებული ბარიერი არ შეცვლილა.5-დან 10 ბალიან შკალაზე მეოსწავლემ მინიმუმ 5,5 ქულა უნდა აიღოს, რათა საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს.

მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები 25 მაისს დასრულდება. ამის შემდეგ კი იგივე უკვე მე-11 კლასელებისათვის დაიწყება. მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური