GE

პროექტის “ეტალონი” აღდგენის იდეის განხორციელება დაიწყო

განათლების მინისტრმა მის მიერ გაჟღერებული მრავალი ინიციატივიდან ერთ–ერთის – გადაცემა “ეტალონის” აღდგენის განხორციელება დაიწყო.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “ცოდნის დონის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მედიაპროექტ „ეტალონს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.”

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მემორანდუმის ფარგლებში, მოხდება მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რათა ცოდნის შეძენისა და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიმართულებით, ინტელექტუალური შეჯიბრის – „ეტალონის“ საშუალებით მოხდეს მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება.

“საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო, პროექტის წარმომადგენლებს, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს რესურსცენტრების ინფორმირებაში, რომ საჯარო სკოლებისთვის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის დროული  მიწოდება და გავრცელება მოხდეს”,– აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ამ ინიციატივის შესახებ მინისტრად ახლადდანიშნულმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ივლისის თვეში ისაუბრა: “ეტალონის აღდგენას ვაპირებთ და გოჩა ტყეშელაშვილი ჩვენთან იქნება და ითანამშრომლებს. ვაპირებ, ვინც კი ამ სისტემაშია და ახლომახლო, ყველა იყოს ჩვენი მხარდამჭერი”, – თქვა ჯეჯელავამ ერთ–ერთ ინტერვიუში.

რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური