GE

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტრო საქართველოს თვდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ვიდეორგოლების კონკურსს ,,თანამედროვე გმირები”.

კონკურსის მიზანია, თანამედროვე ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ვიდეორეპორტაჟები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება აგვისტოს ომის გმირების მიმართ. 

კონკურსის პირობები:

  • ვიდეორეპორტაჟის ავტორი/ავტორები შესაძლებელია იყვნენ VII-XII კლასის მოსწავლეები;
  • ვიდეოს გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პროფესიონალური კამერა, ისე მობილური კამერა და სხვა);
  • ვიდეორეპორტაჟის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
  • სკოლამ უნდა წარმოადგინოს ზემოთაღნიშნულ თემაზე გადაღებული არაუმეტეს 3 ვიდეორგოლი;
  • საკონკურსო რეპორტაჟი სკოლის ადმინისტრაციის მიერ უნდა აიტვირთოს ინტერნეტსივრცეში. ვიდეორგოლის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს სკოლის დასახელება.

სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის ოფიციალური ელფოსტის საშუალებით მისამართზე: konkursebi@mes.gov.ge უნდა გადააგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ინტერნეტსივრცეში ატვირთული ვიდეოს ბმულის მისამართი;
  • ინფორმაცია (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია) ვიდეორგოლის ავტორის შესახებ;
  • ელფოსტის ,,Subject” ველში მიუთითეთ სკოლის დასახელება.

ვადები:

  • კონკურსის გამოცხადების ვადად განისაზღვროს 15 სექტემბერი;
  • მოსწავლეების მიერ ვიდეორგოლების მომზადება არაუგვიანეს 8 ოქტომბერი;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვიდეორგოლების ბმულების ელფოსტაზე გადაგზავნა არაუგვიანეს 9 ოქტომბერი.

გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური