GE

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სემინარი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელის (EFQM Excelence Model) დანერგვის მიზნით, რიგით მესამე სემინარი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა.

როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, სემინარის მიზანია შეფასების შედეგებზე დაყრდნობით სრულყოფისა და ხარისხის მართვის საერთო სისტემისა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავება.

ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი ეფუძნებაევროპულ ფასეულობებს, რაც საშუალებას აძლევს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM-ის მოდელის გამოყენებით.

EFQM-ის ტრენინგში მონაწილეობას იღებენ პროექტის ფარგლებში მონაწილე საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური