GE

განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გორის რაიონის სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ

განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქალაქ გორისა და გორის რაიონის რამდენიმე საჯარო სკოლა მოინახულეს, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სამინისტროს პირველი პირები მოსწავლეებისათვის გადასაცემი სახელმძღვანელოებითაც დაინტერესდნენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქ გორისა და გორის რაიონის საჯარო სკოლები აქტიურად ემზადებიან ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დასრულებულია ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი ნაწილი ვარგისიანია. როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, მკვეთრადაა ამაღლებული მოსწავლეებში სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს გორშიც წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულებით შეფასდა.

2015-2016 სასწავლო წლისათვის მოსწავლეებს, ისევე როგორც შარშან, გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით. ძველი და ახალი წიგნებით კომბინირებულ პაკეტებს მიიღებენ პირველკლასელებიც. როგორც წინა წლებში ყველა პირველკლასელი პირად პორტატულ კომპიუტერსაც საჩუქრად მიიღებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური