GE

განათლების სამინისტროს ხარჯების შემცირება და დაწყებული სამუშაოების დროულად დასრულება დაევალა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისევე, როგორც სხვა უწყებებს ხარჯების შემცირება მოუწევს. სამინისტროებმა ხარჯების შემცირების შესახებ სპეციალური გეგმა უნდა წარმოადგინონ, რომელიც მთელ წელზე იქნება გაწერილი.

შესაბამისი რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიმართა.

საუბარია სასწავლო მივლინებების ხარჯებზე, ადმინისტრაციული შენობების რემონტსა და ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისგან თავის შეკავებაზე.

მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20 პროცენტით შემცირდეს .. წარმომადგენლობითი ხარჯები და ამავე დროს სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და სასურველია თუ მიმწვევი მხარის მიერ იქნება თუნდაც  80 პროცენტი ანაზღაურებული“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გარდა ამისა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულების შესახებ განმარტების გაკეთებაც მოუხდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასრულებისთვის ფონდიდან თანხების ხარჯვა რეალურად დაწყებული არ არის.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ხარჯავს თანხებს რამდენიმე სამინისტრო დროულად და მათ შორის კითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესაც მიმართა.

,,რატომ ვერ ხარჯავთ დროულად თანხებს, მიზეზი რა გაქვთ?”- მიმართა სანიკიძეს პრემიერმა.

თამარ სანიკიძის განმარტებით, ინფრასტრუქტურული  სამუშაოები სრულდება ზაფხულის არდადეგებზე და ჩამორჩენა მხოლოდ ამ კუთხით არის.

,,გეგმასთან მიმართებაში მითითებული  არის ახსნაგანმარტებაში, რომ  მიუხედავად იმისა, რომ გეგმას მიყვებით, არის მითითება, ინფრასტუქტურული ხარჯები კიდევ  დავაჩქაროთ. სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარჯი მოდის არდადეგების პერიოდშიროდესაც ინტენსიურად მიდის სკოლების რეაბილიტაციის პროცესისწორედ ამ პერიოდში ვასწორებთ ხოლმე ამ ნაწილს და პრობლემა არ გვქონია არასდროს. გეგმავს მივყვებით. სხვა ხარჯებს რაც შეეხება იქ ჩამორჩენა არ გვაქვს“,-  განმარტა სანიკიძემ.

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო უწყებებისა და მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან ხარჯების შემცირების შესახებ გეგმას 10 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 16 მარტამდე ელოდება. 

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური