GE

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა მცირე ნაწილმა მთელი ღამე გაათენა

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა მცირე ნაწილმა მთელი ღამე გაათენა. ისინი მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ.

აბიტურიენტები ამ წუთებშიც იქ იმყოფებიან და შიმშილობას აგრძელებენ. ახალგაზრდები უწყებასთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას.

მათ ის აბიტურიენტები არ უერთდებიან, რომლებმაც ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს. მათი თქმით, ისინი შეეცდებიან, ეს საკითხი მოლაპარკების გზით მოაგვარონ.

მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვს.

წყარო: რუსთავი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური