GE

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ანალიზის შედეგების განხილვა გაიმართა

პირველ ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, თამარ ზაალიშვილის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა ცენტრის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა წარმოადგინეს და განიხილეს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის SWOT ანალიზის პირველადი შედეგები.

ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის გაზრდას განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ანალიზისა და მუდმივი გაუმჯობესების პროცესში.

თამარ ზაალიშვილმა აღნიშნა, რომ სისტემის საერთო ანალიზისა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების პირველ ნაბიჯს ცენტრის შიდა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს. პროცესი ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობით გაგრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური