GE

განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტების  ტოპ ასეული და საქართველოს შედეგი

უნივერსიტეტების ტოპ ასეულის გამოსავლენად  ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებს შორის  ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია Quacquarelli Symonds-მა (QS) კვლევა ჩაატარა.

სულ კვლევაში 30 ქვეყნის – მათ შორის ალბანეთის, სომხეთის აზერბაიჯანის ბელორუსიის, ბოსნიის, ხორვატიის ესტონეთის, უნგრეთის, კოსოვოს, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა  და საქართველოს უმაღლესები მონაწილეობდნენ.

კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავდა.  მეორე ადგილზე ჩეხეთის კარლოვის სახელობის უნივერისტეტი.

ასეულში რუსეთის 26 უმაღლესი სასწავლებელი მოხვდა, 10–10 ჩეხეთისა და თურქეთის,  9 პოლონეთს, 8 ყაზახეთის,  6–6 უკრაინისა და უნგრეთის.

სულ სიაში 30 ქვეყნიდან 18 ქვეყანის უნივერსიტეტები მოხვდა. სამწუხაროდ, ქართული უმაღლესი სასწავლებლებიდან ვერც ამ რეიტინგში მოხვდა რომელიმე.

კვლევას ორგანიზაცია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით აწარმოებდა:  აკადემიური რეპუტაცია, რეპუტაცია თანამშრომლებს შორის, სტუდენტების და ლექტორების თანაფარდობა, უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა, ეფექტური ინტერნეტ რესურსები და გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა პროფესორების რაოდეობასთან თანაფარდობაში.

შეგახსენებთ, ამავე კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული უნივერსიტეტები ვერც მსოფლიოს ტოპ 1000-ში მოხვდნენ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური