GE

GAU აკრედიტაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აბიტურიენტების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების საყურადღებოდ აკრედიტაციასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების თაობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:

,,GAU-ს ადმინისტრაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს აბიტურიენტთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებაში შექმნილი გაუგებრობის აღმოსაფხვრელად დამატებით განმარტოს არსებული ვითარება:

2015 წლის ივნისში ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი (132) ამოიღეს სასწავლებელთა ჩამონათვალიდან, რადგან ამ სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. 

იმის გამო, რომ ამ უმაღლესი სასწავლებლის სახელწოდებაში, ისევე, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სახელწოდებაში, ფიგურირებს სიტყვა „ამერიკული“, აბიტურიენტთა ნაწილი შევიდა შეცდომაში. (GAU-ს კოდი გახლავთ 120, იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის)

ამა წლის 3 ივლისიდან დღემდე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არ წყდება ზარები, მოგვმართავს არაერთი აბიტურიენტი, დაინტერესებული პირი და ჟურნალისტი იმის გასარკვევად, აქვს თუ არა რაიმე კავშირი გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU).

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) 2014 წლის 30 დეკემბერს წარმატებით გაიარა აკრედიტაცია 5 წლიანი ვადით.

იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბმული ან GAU-ს ოფიციალური ვებგვერდი

GAU სრულად აკმაყოფილებს ხარისხიანი უმაღლესი განათლების ოფიციალურ სტანდარტს და 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში კანონით გათვალისწინებულ ვადაში იღებს ავტორიზაციასა და აკრედიტაციას – ეს შეფასება სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტებზე, ხარისხიან სწავლა/სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებზე დაყრდნობით, ასევე თანამედროვე სასწავლო გარემოსა და სასურველი ატმოსფეროს გათვალისწინებით კეთდება.

ასე რომ წარმატებას ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველებს ველით GAU-ში – უმაღლესი განათლების უმაღლესი ხარისხის დამკვიდრების 10 წლიანი გამოცდილებით.

პატივისცემით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ადმინისტრაცია” – აღნისნულია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური