GE

გახდი განათლების მეცნიერებების მაგისტრი და გამოიყენე შანსი დასაქმდე წარმატებით (R)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2015-2016 წლისთვის აცხადებს მიღებას განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, გახდე განათლების მეცნიერებების მაგისტრი ნიშნავს დასაქმდე წარმატებით.

უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ საუნივერსიტეტო სტიპენდია და ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტში. მათი განმარტებით, აღნიშნული საუნივერსიტეტო სტიპენდიით სარგებლობა სტუდენტებს მესამე სემესტრიდან შეუძლიათ.

ამასთან, სწავლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების დასაქმებას.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ღრმა და სისტემური თეორიული ცოდნა განათლების კვლევების/განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, მოამზადოს სტუდენტი წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის განათლების მეცნიერებების ფართო პროფილით, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და კვლევების საწარმოებლად.

განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სალექციო კურსებს უძღვებიან ლინცის უნივერსიტეტის პროფესორი იან ბოემი და კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ტაირონ ბიონესი, ასევე აღიარებული ქართველი განათლების ექსპერტები და სპეციალისტები (იხ. აკადემიური პერსონალი).

,,უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გარემო, უცხოელი და ქართველი პროფესორები, განათლების ექსპერტები, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, საუნივერსიტო სტიპენდია და გაცვლითი პროგრამა ლინცის უნივერსიტეტთან (ავსტრია). დამსაქმებელ პარტნიორ კომპანიებში მიღებული პრატიკული ცოდნა და სურვილის შემთხვევაში კონკრეტული დასაქმების პერსპექტივა აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის,” – აღნიშნავენ უნივერსიტეტში..

პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი (120 ECTS კრედიტი), სწავლების ენა კი ქართული და ინგლისური. რაც შეეხება სწავლის საფასურს, ერთი წლის ღირებულება შეადგენს 3 000 ლარს.

2015-2016 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა 40 სტუდენტს შეადგენს.

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლისათვის აუცილებელია, რომ ჩაბარებული გქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი – A. ასევე მსურველებმა უნდა ჩააბარონ საუნივერსიტეტო გამოცდები – ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში

სრული ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური