GE

გაზაფხულის პროფესიული ტესტირების დეტალები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაზაფხულზე დაგეგმილი პროფესიული ტესტირების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში – მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა – 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

2015 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე ვაუჩერული დაფინანსების მოპოვების მიზნით პროფესიულ ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფისთვის განსაზღვრული ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური