GE

გეოგრაფიის რუსულენოვან სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების სამინისტრო უარყოფს სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას,  თითქოს მე-7 კლასის გეოგრაფიის რუსულენოვან სახელმძღვანელოებში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელწიფოებადაა მოხსენიებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებული დეზინფორმაციას თითქოს მე-7 კლასის გეოგრაფიის რუსულენოვან სახელმძღვანელოებში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელწიფოებადაა მოხსენიებული.

მსგავსი ლიტერატურის საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშვებას სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს. საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლობენ მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით, რომელშიც მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არსად არის დაფიქსირებული. სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ის სასწავლო პროცესისთვის არის განკუთვნული.

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს ერთ-ერთ კერძო სკოლაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო, მათ შორის რუსული სექტორის სკოლები გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ თუმცა, აღნიშნული კერძო სკოლის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, დამატებითი გამოიწერა გეოგრაფიის ატლასი, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდგ, მასში დააფიქსირა ცდომილებები და მიიღო გადაწყვეტილება არ გამოეყენებინა სასწავლო პროცესში.

სამინისტროს ხაზგასმით განმარტავს, რომ კერძო სკოლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელბეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, მსგავსი მასალის სასწავლო პროცესში ჩაშვების შემთხვევაში, ამ სამსახურების მიერ აუცილებლად იქნება შემოწმებული, გამოვლენილი და სკოლას შესაბამისი სანქციები დაეკისრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური